ადგილზე მიტანას ვახორციელებთ ყოველ დღე საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. იმისათვის, რომ თქვენი შეკვეთა შესრულდეს, საჭიროა შეკვეთა გააფორმოთ 24 საათით ადრე, თუ შეკვეთის შესასრულებელი დრო 24 საათზე ნაკლებია, ან გსურთ ინდივიდუალური შეკვეთა, დაგვიკავშირდით ტელ.: +995(32) 2 104 105

ადგილზე მიტანის ბლანკი გთხოვთ შეავსოთ ყურადღებით, მიუთითეთ ზუსტი მისამართი (ქუჩა, ჩიხი, სახლი, კორპუსი, ბინა, სართული, თუ ოფისია მისამართთან ერთად მიუთითეთ კომპანიის დასახელება), მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ადგილზე მიტანა ვერ მოხერხდა თქვენს მიერ არასწორად მითითებული ინფორმაციის გამო (მაგ: ქუჩის ნომერი და სხვა,) ამ შეთხვევაში შეკვეთა ითვლება შესრულებულად, თქვენი თაიგული შეინახება 24 საათის განმავლობაში ყვავილების სალონში და შემკვეთს ან მიმღებს შეუძლიათ მიაკითხონ. თუ მიმღები არ დაგვხდება ადგილზე, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ თაიგული დავუტოვოთ მესამე პირს (მეზობელს ან კოლეგებს). ამ შეთხვევაში შეკვეთა ითვლება შესრულებულად, მაგრამ თუ ყვავილების გადაცემა ვერ მოხერხდა მესამე პირზეც თქვენი თაიგული შეინახება 24 საათის განმავლობაში ყვავილების სალონში და შემკვეთს ან მიმღებს შეუძლიათ მიაკითხონ.

გაცნობებთ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც გადმოგვეცემა თქვენი შეკვეთის განსახორციელებლად, კონფიდენციალურია და არ ექვემდებარება მესამე პირზე გადაცემას.